მამუკა ფირცხალავა (ასოციაციის პრეზიდენტი):

ასოციაციის პრეზიდენტ მამუკა ფირცხალავას აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც მენეჯერის ისე ტრენერის პოზიციებზე.  2017 წლიდან  არის საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის  დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

იხ. ვრცლად - მამუკა ფირცხალავა

 

შოთა ნიჟარაძე (ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი):

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ შოთა ნიჟარაძეს აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების მენეჯმენტში . ბოლო 6 წლის განმავლობაში  აქტიურად მუშაობს
 შრომის უსაფრთხოების სფეროში, სისტემების მართვაში და დანერგვაში,  იგი ასევე არის შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის ომბუდსმენი და კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

იხ. ვრცლად - შოთა ნიჟარაძე

  

მადლენ ხელაშვილი (ასოციაციის ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელი / პროექტების მენეჯერი)

მადლენა ხელაშვილს აქვს 20 წლიანი გამოცდილება განათლების მენეჯმენტში, კერძოდ, სასწავლო პროგრამების  დიზაინის, ტრენინგების ორგანიზების და მართვის კუთხით. იგი არის სფეროს საერთაშორისო ექსპერტი.

იხ. ვრცლად - მადლენ ხელაშვილი


ზურა შანშაშვილი (შრომის უსაფრთხოების მენეჯერი/ტრენერი)

ზურა შანშაშვილს აქვს 10 წლიანი გამოცდილება  შრომის უსაფრთხოების სფეროში. მუშაობდა საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მენეჯერის ისე ტრენერის პოზიციაზე.

იხ. ვრცლად - ზურა შანშაშვილი

 

გიორგი იმედაძე (შრომის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი/ტრენერი)

გიორგი იმედაძეს აქვს  6 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სექტორში. ორ წელზე მეტია ასოციაციის შრომის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტია.

იხ. ვრცლად - გიორგი იმედაძე


ნინა ნასყიდაშვილი (ადმინსიტრაციული მენეჯერი)

ნინა ნასყიდაშვილს აქვს 4 წლიანი გამოცდილება არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროკავშირის და USAIDის დაფინანსებულ პროექტებში, სატრენინგო მასალის შექმნის, ტრენინგების ჩატარების და პროექტის მართვის კუთხით.

იხ. ვრცლად - ნინა ნასყიდაშვილი

 

სალომე ემუხვარი (სოციალური მედიის მენეჯერი)

10 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის და საგანმანათლებლო სფეროში. ასოციაციის სოციალური მედიის მენეჯერი. ტრენერი/ლექტორი ასოციაციის ტრენინგ-ცენტრსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

იხ. ვრცლად - სალომე ემუხვარი

(+995) 599180020

info@oshe.ge / consultant@oshe.ge

ქ. თბილისი, გორკის ქუჩა 11