ვის შეუძლია საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთლობისა და გარემოს დაცვის ასოციაციაში გაწევრიანება?

 

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ფიზიკურ და იურუდიულ პირებს, რომლებიც აცნობიერებენ შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობას და იზიარებენ საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთლობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის პრინციპებს.

 

რას ნიშნავს ასოციაციის წევრობა?

 

წევრები ჩართულები არიან ასოციაციის საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებასთან, თანამედროვე სტანდარტების დანერგვასთან, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასთან.

 

ასოციაციის წევრები სარგებლობენ:

  • ექსპერტების უფასო კონსულტაციები;
  • სამართლებრივი მხარდაჭერა/ადვოკატირება;
  • აუთსორსინგულ და კვლევით პროექტებში მონაწილეობა;
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ ინფორმირება;
  • კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმირება;
  • დასაქმების/დაწინაურების ხელშეწყობა.

 

წევრები სარგებლობენ ფასდაკლებით ასოციაციის სერვისებზე, კერძოდ:

  • ობიექტის აუდიტის, შემოწმები ჩატარება, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, რისკების შეფასების, შრომის უსაფრთხოების გეგმის, ინსტრუქციების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება - 20% ფასდაკლება.
  • ტრენინგები - 10% ფასდაკლება.

 

საწევრო გადასახადი:

  • ფიზიკური პირებისთვის 100 ლარი წელიწადში;
  • იურიდიული პირებისთვის 170 ლარი წელიწადში.

 

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთლობისა და გარემოს დაცვის ასოციაციაში გაწევრიანების განაცხადის გასაკეთებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. 

 

გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული პირებისთვის.

(+995) 593 564488

info@oshe.ge / consultant@oshe.ge

ქ. თბილისი, გორკის ქუჩა 11