• 27 Feb, 2019

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოთხოვნებისა  და საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად. პროგრამა არის ორთვიანი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევ პრაქტიკულ კომპონენტებს, სულ - 130 საათს. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

 

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებს და მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. მსმენელი ასევე მიიღებს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატებს.

 

პროგრამის მიზანი – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში  შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის  ეფექტური მართვისათვის.

 

ტრენერები:

ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, რატი ცქიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ვალერიან ორბელაძე, ოთარ ჯანგველაძე, რატი დოლიძე, ალექსი ჭიჭნაძე.

 

პროგრამის თემატიკა:

 

  • შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
  • ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით სავალდებულო დოკუმენტაცია
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების  მიხედვით
  • სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
  • პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
  • ელექტრო უსაფრთხოება
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • სიმაღლეზე მუშაობა
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
  • შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფქისოსოციალური ფაქტორები
  • ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
  • პირველადი სამედიცინო დახმარება
  • დახურულ სივცეში მუშაობის უსაფრთხოება
  • ამწის და ამწე მექანიზმების უსაფრთხოება
  • გარემოს დაცვა
  • სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის უსაფრთხოება
  • ჩანგლიანი დამტვირთველის მუშაობის უსაფრთხოება

 

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 16 აპრილი.
ჩატარების დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი.
ჩატარების დრო: 18:30 - 22:00 (შაბათი 13:00 - 16:00)
 

ტრენინგის ღირებულება 1350 ლარი.

 

- ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

- შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციაში გაწევრიანებული პირებისთვის, რომელთაც 2017-2018 წლებში გავლილი აქვთ შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა ტრენინგი, მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.

 

ასოციაციაში გაწევრიანების დეტალები

 

საბანკო რეკვიზიტები

ბანკი: სს ”თიბისი ბანკი”

ანგარიში: GE65TB7556536080100005

დანიშნულებაში მიუთიტეთ "შრომის უსაფრთხოება, პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი".

 

ორგანიზაციას ინვოისი გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე.


გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail: oshegeorgia@gmail.com

595 222 589