• 11 Dec, 2019

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების კურსებზე თბილისსა და ბათუმში.

 

პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებისა და საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად. პროგრამა არის სამთვიანი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევ პრაქტიკულ კომპონენტებს. 

 

პროგრამის მიზანი – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება და საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ექსპერტები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, გიორგი ლეიმანი, ვალერიან ორბელაძე, რატი დოლიძე, ამირან შევარდნაძე, ალექსი ჭიჭინაძე, გიორგი მიქიაშვილი.

 

ტრენინგის განრიგი

დასაწყისი: იანვარი.

ჩატარების დღეები : ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი. 

დრო: 18:00 - 22:00 სთ., შაბათი 12:00 - 16:00.

 

 

ტრენინგები ტარდება:

თბილისი, გორკის ქ. 11; დავით აღმაშენებლის N22/3.

ბათუმი, ინსარიძის 29.

ქუთაისი, ჭავჭავაძის  23ა.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულს. 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

e-mail: oshegeorgia@gmail.com

 

577226406