მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ბლოგი

სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების წესი

31 Jan, 2020

გამოქვეყნდა „სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების წესი“, რომელიც განსაზღვრავს რისკების შეფასების მინიმალურ მოთხოვნებს, პროცედურას, პერიოდულობასა და სარეკომენდაციო ფორმებს.

რისკების შეფასებამდე აკრძალულია საფრთხის შემცველი საქმიანობის ან/და დასახული ამოცანის შესრულების დაწყება. მატერიალური სახის იდენტიფიცირებული საფრთხოეები აღბეჭდილ უნდა იქნას ფოტოზე და უნდა დაერთოს რისკების შეფასების დოკუმენტს.

რისკების შეფასების დოკუმენტის გადახედვა/განახლება უნდა მოხდეს იდენტიფიცირებული ახალი საფრთხის, უბედური შემთხვევის, საწარმოო პროცესის ან სამუშაო გარემო პირობების ცვლილების შემთვევებში. გარდა ამისა რისკების შეფასების დოკუმენტის გადახედვა/განახლება უნდა განოხორციელდეს შემდეგი პერიოდულობით:

  • ყოველ 10 დღეში ერთხელ - განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორებში (მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა);

  • ყოველ 15 დღეში ერთხელ - ძალიან მაღალი რისკის სექტორებში (მძიმე მრეწველობა, ქიმიური წარმოება, ფარმაცეფტული პროდუქციის წარმოება, კარიერი, ენერგეტიკა, წყალმომარაგება);

  • თვეში ეთხელ - მაღალი რისკის სექტორებში (აგრარული სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ლითონის პროდუქციის წარმოება, ავეჯის წარმოება, ქაღალდის წარმოება, თამბაქოს წარმოება, საგამომცემლო საქმიანობა, ტრანსპორტი, დასაწყობება, ნარჩენების მართვა);

  • 4 თვეში ერთხელ - საშუალო რისკის სექტორებში (ვაჭრობის სექტორი, მომსახურების სფერო);

  • 6 თვეში ერთხელ - დაბალი რისკის სექტორი (საჯარო სამსახური, დიზაინი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა-დასვენება).

სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესი

ყველა სიახლე