საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) ახორციელებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე ბათუმში.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამის მიზანია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და მოახდინოს მისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის.
მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სრული აკრედიტებული პროგრამა, რომელიც ეკონომიკის ყველა სექტორში დასაქმების შესაძლებლობას იძლევა, ან არასრული (დაბალი და საშუალო რისკის ობიექტების) პროგრამა, რომლის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ყველა სექტორში, გარდა „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №381 დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოების ჩამონათვალისა.
პროგრამის ხანგრძლივობა და საათობრივი დატვირთვა:
- სრული აკრედიტებული პროგრამა - 2 თვე და 1 კვირა (230 საათი)
- აკრედიტებული პროგრამა დაბალ და საშუალო რისკის ობიექტებზე - 1 თვე და 1 კვირა (148 საათი)
პროგრამის გავლისა და სპეციალურ საგამოცდო ცენტრში გამოცდის ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს მიიღებენ.
კურსდამთავრებულები ასევე მიიღებენ სახხანძრო უსაფრთხოების, პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიკატებს.
წარმატებული კურსდამთავრებულები გაივლიან სპეციალურ სტაჟირების პროგრამას და მიიღებენ დასაქმების საგარანტიო პოლისს.
სწავლის შედეგები - პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
- იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმებს;
- აფასებს დასაქმებულებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს;
- პროფესიული რისკების, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების, პროფესიული დაავადებების ან შრომითი საქმიანობის გამო ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების დანერგვასა და მართვას;
- ატარებს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინსტრუქტაჟებს;
- ახორციელებს სამუშაო გარემოს მონიტორინგს და სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ შეიმუშავებს ანგარიშებს და რეკომენდაციებს;
- უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაციას, მოკვლევას და ანგარიშგებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროგრამის ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, შოთა ნიჟარაძე, ზურაბ შანშაშვილი, ოთარ ქარჩავა, მაია მუშკუდიანი, გენადი კვერენჩხილაძე, სალომე ემუხვარი, ნუგზარ ციხელაშვილი, რატი დოლიძე, ზურა პავლიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, გოჩა გელაშვილი, გრიგოლ ჭკადუა, თამარ დოლიძე, თეა მაღედანი, ირაკლი არაბიძე, ლაშა სიხარულიძე, ლევანი კაკაჩია, ნინო აშორდია, ფარნაოზ დვალი, ბაია კუბლაშვილი, ირინა წირქვაძე, გიორგი ჩიჩუა.
პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირს, ასევე სამხედრო-პროფესიული განათლების (სერტიფიკატის) მქონე პირს.
პროგრამი თემატიკა:
- შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
- ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით
- საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა
- საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
- პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
- ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
- ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
- საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
- ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
- შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოეი და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები
- უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
- გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა
- გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
- ტვირთის გადატანა
- სიმაღლეზე მუშაობა
- აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები
- შრომის უსაფრთხოება მანქანა - დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
- ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
- სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
- პირველადი სამედიცინო დახმარება
- შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
- შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
- შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
- შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას
- შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში
დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე აკრედიტებულ პროგრამაზე მსმენელები არ გაივლიან მოცემულ 3 მოდულს:
- შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
- შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
- შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
ტრენინგი დაიწყება 27 სექტემბერს.
ტრენინგის განრიგი:
- კვირაში 5-6 დღე
- სამუშაო დღეებში ტრენინგის ჩატარების დრო: 18:30 - 22:00 სთ.
- შაბათს ტრენინგის ჩატარების დრო: 11:00 - 17:00 სთ.
ტრენინიგები ჩატარდება მისამართზე: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. 29 (სასწავლებელი ანრი).
სრული აკრედიტებული პროგრამის სწავლის საფასური 1650 ლარი.
არასრული (დაბალი და საშუალო ობიექტებზე) აკრედიტებული პროგრამის სწავლის საფასური - 1250 ლარი.
სწავლის საფასურის გადახდა ხდება ეტაპობრივად.
პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
საინჟინრო მიმართულებების, სამართლის და სოციალური მეცნიერებების პროგრამების 2021, 2022, 2023 წლების კურსდამთავრებულები, ასევე სამხედრო-პროფესიული განათლების მქონე პირები (თადარიგის სერჟანტები) მიიღებენ 50%-იან დაფინანსებას/გრანტს.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599180020, 599179873, 595208199
e-mail: oshegeorgia@gmail.com