საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) ახორციელებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე დაბალ და საშუალო რისკის ობიექტებზე თბილისში და ბათუმში.
დაბალი და საშუალო რისკის ობიექტების აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა: მედიცინა, განათლება, რესტორნები, სასტუმროები, საოფისე საქმიანობა, ვაჭრობა, ყველა სექტორი, გარდა მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისა.
პროგრამის ხანგრძლივობა და საათობრივი დატვირთვა:
პროგრამის გავლისა და სპეციალურ საგამოცდო ცენტრში გამოცდის ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს მიიღებენ. კურსდამთავრებული დამატებით მიიღებს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიკატებს.
პროგრამის ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, შოთა ნიჟარაძე, ზურაბ შანშაშვილი, ოთარ ქარჩავა, მაია მუშკუდიანი, გენადი კვერენჩხილაძე, სალომე ემუხვარი, ნუგზარ ციხელაშვილი, რატი დოლიძე, ზურა პავლიაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, გოჩა გელაშვილი, გრიგოლ ჭკადუა, თამარ დოლიძე, თეა მაღედანი, ირაკლი არაბიძე, ლაშა სიხარულიძე, ლევანი კაკაჩია, ნინო აშორდია, ფარნაოზ დვალი, ბაია კუბლაშვილი, ირინა წირქვაძე, გიორგი ჩიჩუა.
პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირს.
პროგრამი თემატიკა:
ტრენინგი დაიწყება 2 ოქტომბერს.
ტრენინიგები ჩატარდება:
ქ. თბილისში, მისამართზე: გ. ჭყონდიდელის ქ. 46.
ქ. ბათუმში, მისამართზე: ინასარიძის ქ. 29 (სასწავლებელი ანრი).
დაბალი და საშუალო ობიექტებზე აკრედიტებული პროგრამის სწავლის საფასური - 1250 ლარი.
პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
საინჟინრო მიმართულებების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 2022 და 2023 წლების კურსდამთავრებულები, ასევე სამხედრო-პროფესიული განათლების მქონე პირები მიიღებენ 50%-იან დაფინანსებას/გრანტს და 1250 ლარის ნაცვლად გადაიხდიან 625 ლარს.
შეავსეთ
e-mail: oshegeorgia@gmail.com