საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებულ პროგრამაზე თბილისში.
პროგრამა შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნებისა და საერთაშორის სტანდარტების შესაბამისად. პროგრამა არის თვენახევრიანი და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევ პრაქტიკულ კომპონენტებს. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
პროგრამის მიზანი – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება და საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებს და მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. მსმენელი ასევე მიიღებს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატებს.
ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ექსპერტები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, რატი ცქიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ვალერიან ორბელაძე, რატი დოლიძე, ამირან შევარდნაძე, ალექსი ჭიჭინაძე, გიორგი მიქიაშვილი.
პროგრამის თემატიკა
ტრენინგის განრიგი
დასაწყისი: 15 ოქტომბრი.
ჩატარების დღეები (მეორე კვირიდან): ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 18:00 - 22:00 სთ-ზე. (გორკის 11)
შენიშვნა: პირველ კვირას მეცადინეობები ჩატარდება სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას 14:00 - 18:00 სთ-ზე. (კოსტავას 47/57)
ტრენინიგები ჩატარდება ქ. თბილისში, მისამართზე: გორკის 11; კოსტავას 47/57
ტრენინგის ღირებულება 1350 ლარი.
ფასდაკლება
ერთი ორგანიზაციიდან 2 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
ასოციაციის პროგრამაში "ისწავლე და დასაქმდი" ჩართული პირები იხდიან სწავლის საფასურის ნახევარს (675 ლარს), ხოლო მე-2 ნახევარს იხდიან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში.
ორგანიზაციას ინვოისი გამოგეგზავნებათ მეილზე, რომელსაც მიუთითებთ სარეგისტრაციო ფორმაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
e-mail: oshegeorgia@gmail.com
571782233
577226406