Latest News

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროექტი ასოციაციებისათვის

  • 8 Nov, 2019

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია იწყებს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროექტს ასოციაციებისათვის.

პროექტი ითვალისწინებს ორგანიზაციებისთვის შრომის უსართხოების სისტემის დოკუმენტაციის შემუშავებას და ხელმძღვანელი პირების ტრენინგებს. აღნიშნული ღონისძიებები პროექტში ჩართული მონაწილეებისათვის ხორციელდება უფასოდ.

 

შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის პროგრამის მიზანია:

  • „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ორგანიზაციების დახმარება;
  • კომპანიებისათვის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
  • კომპანიებისათვის საჭირო შრომის უსაფრთხოების შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციების შემუშავებაში დახმარების გაწევა;
  • კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის ახალი რეგუალციების გაცნობა და ცნობიერების ამაღლება;

 

პროგრამის ფარგლებში:

 

პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირება შეეძლებათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ.

  

2. შერჩეულ კომპანიებში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის მიზნით შეიქმნება შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა;
  • შრომის უსაფრთხოების წესები;
  • გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები.

 

3. კომპანიების მენეჯმენტისთვის ჩატარდება 1 დღიანი ტრენინგი ახალი რეგულაციების, ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების მარეგლამენტირებელი დოკუმენტებისა და შრომის უსაფრთხოების სისტების მართვის საკითხებზე.

 

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:

 27 ნოემბერი 2019წ.

მის: თბილისი, მ.გორკის N11.

 

დაინტერესებულმა - პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირებმა გთხოვთ 2019 წლის 25 ნოემბრამდე  შეავსოთ აღნიშნული ფორმა.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@oshe.ge oshegeorgia@gmail.com 593786954.