შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცის ასოციაცია OSHE GEORGIA-სა და USAID-ს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, OSHE GEORGIA ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას აგრარულ სექტორში მთლიანი საქართველოს მასშტაბით.
პირველ ეტაპზე, უკვე განხორციელდა სწავლებები თბილისა და ქუთაისში, ასევე მათ შემოგარენში არსებულ აგრო-საწარმოებში.
ზოგადი სავალდებულო კურსის გარდა ბენეფიციარებმა გაიარეს დამატებითი მოდულები 2 მიმართულებით:
1. შრომის უსაფრთხოება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში;
2. შრომის უსაფრთხოება სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებში.
სწავლების შემდომ თითოეულ ბენეფიციარ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის მიერ გაგრძელდება შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის, შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებისა და საკონსულტაციო საქმიანობა.