ხშირად დასმული კითხვები
საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ განმარტავს:
"დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც ფლობს ქართულ ენას და აქვს საშუალო განათლება.
კურსის ხანგძლივობა არის დაახლოებით სამი თვე – 235 სასწავლო საათი.
თანხის გადახდა განხორციელდება ელექტრონული ანგარიშსწორებით, ინვოისის საფუძველზე, რომელიც გადმოგეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.
,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამის“ სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება სერტიფიკატის გაცემიდან სამი წლის ვადით.
დიახ, ,,შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამის“ მოდულები, მორგებულია ნებისმიერი პროფილის ორგანიზაციაზე.
(+995) 599180020
info@oshe.ge / oshegeorgia@gmail.com
ქ. თბილისი, გორკის ქუჩა 11