მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ბლოგი

პარლამენტმა შრომის ინსპეციის შესახებ კანონი და შრომის კოდექსში ცვლილებები მიიღო

5 Oct, 2020

საქართველოს პარლამენტმა 29 სექტემბერს მე-3 მოსმენით მიიღო "შრომის ინსპექციის შესახებ" კანონი და "შრომის კოდექსი"-ს და "შრომის უსაფრთოების შესახებ" ორგანული კანონის ცვლილებები.

ჯანდაცვის სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექციის სამსახური, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამონაცვლეა. მიღებული კანონით განისაზღვრა შრომის ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილებები, მათ შორის:

  • ნებისიმიერ დროს ორგანიზაციებში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესვლა/ინსპექტირება;

  • შრომითი უფლებების მონიტირინგის განხორციელება.

შრომის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები, მათ შორის:

  • განისაზღვრა დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები;

  • დარეგულირდა სტაჟირების გავალა. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 6 თვე, ამასთან პირს უფლება აქვს ერთი და იმავე ორგანიზაციაში ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

  • დამსაქმებელი ვალდებულია ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით და სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

ყველა სიახლე