მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ბლოგი

ვაკანსია

18 Mar, 2021

OSHE Georgia-ს ტრენინგ ცენტრი აცხადებს ტრენერების ვაკანსიას შემდეგი მოდულებისთვის:

  • ✓

    შრომითი უფლებები და მისი რეალიზების შესაძლებლობები სამუშაო სივრცეში. დასაქმებულთა წარმომადგენელი

  • ✓

    საფრთხეების იდენტიფიცირება,რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით

  • ✓

    „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი

  • ✓

    სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება

  • ✓

    ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები

  • ✓

    სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა

  • ✓

    გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში

  • ✓

    ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები

  • ✓

    უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში

  • ✓

    გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საევაკუაციო გეგმა საგზაო უსაფრთხოება, მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის გადატანა

  • ✓

    სიმაღლეზე მუშაობა

  • ✓

    სიმაღლეზე მუშაობა N2- ექსკავაცია და მიწათხრილებში მუშაობა

  • ✓

    შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან,მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას

  • ✓

    შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში

  • ✓

    ელექტრო უსაფრთხოება

  • ✓

    სახანძრო უსაფრთხოება

  • ✓

    ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები

  • ✓

    საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები

  • ✓

    შრომის ჰიგიენა

  • ✓

    აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები

  • ✓

    შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში

  • ✓

    შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში

  • ✓

    შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ✓უმაღლესი განათლება
  • ✓სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ( სწავლება გულისხმობს სასწავლო დაწესებულებაში; ტრენინგ-ცენტრში სწავლებას. გამოცდილებაში არ ჩაითვლება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციის შესრულებისას, დამკვეთ ორგანიზაციაში ჩატარებული ტრენინგები და ინსტრუქტაჟები)
  • ✓შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (შრომის უსაფრთხოება; მოდულისათვის შესაბამისი სამუშაო სპეციფიკა)
  • ✓სასწავლო მასალების შექმნის გამოცდილება
  • ✓კომუნიკაციის უნარი
  • ✓დროის მართვის უნარი

შერჩევის ეტაპები: დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ ელ.ფოსტაზე უნდა წარმოადგინონ:

  • ✓რეზიუმე (რეკომენდატორების (2) მითითებით)
  • ✓განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ✓სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ✓სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

გთხოვთ, მეილში მიუთითოთ შერჩეული მიმართულების/მოდულების დასახელება.

ელ.ფოსტა: oshetraining@gmail.com

კანდიდატთა შერჩევა მოხდება დოკუმენტაციის შეფასებისა და გასაუბრების მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ✓პირველადი კონტრაქტის ვადა: 3 თვე
  • ✓ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. საწყისი ანაზღაურება ხელზე ასაღები 20ლ. საათში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 593467656

← ყველა სიახლე