Latest News

განახლებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამის დამტკიცება

  • 18 Sep, 2021

დამტკიცდა განახლებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების აკრედიტებული პროგრამა. შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსის მიღება შესაძლებელია, როგორც სრული პროგრამის (230 სთ.) გავლით, ასევე არასრული (148 სთ.) პროგრამის გავლით. არასრული 148 საათიანი პროგრამა გათვალისწინებულია სპეციალისტებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მხოლოდ საშუალო და დაბალი რისკის ობიექტებთან (მომსახურების სფერო, საოფისე საქმიანობა, მედიცინა), ხოლო სრული პროგრამის გავლის შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს უფლება ექნება იმუშაოს ნებისმიერ სფეროში.

 

OSHE Georgia აკრედიტაციის პროცედურების გავლის შემდეგ გეგმავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის დაწყებას.

 

სრული და არასრული პროგრამების გავლის მსურველთა წინასწარი რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

 

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანება