2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს დამტკიცებული N41 დადგენილება - "შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“. აქამდე საქართველოში სამშენებლო სფეროში, ძირითადად ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნორმები გამოიყენებოდა, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხვნებს და ვერ უზრუნველყოფდა სათანადო უსაფრთხოებას. შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები შემუშავდა შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდის (IBC) საფუძველზე. უსაფრთხეობის წესები ითვალისწინებს, როგორც დაპროექტება-მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე სამუშაო პროცესის უსაფრთხოებასაც, კერძოდ: შრომის უსაფთხოება, სანიტარული პირობები, სახანძრო უსაფთხოება და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისის კვალიფიკაციის პროფესიონალების სიმცირის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნება, საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციას თვლის რომ ახალი თანამედროვე უსაფრთხეობის ნორმების დამტკიცება აუცილებელი იყო. ასოციაციის გამოცდილი ექსპერტები სასწავლო დაწესებულებებთან აქტიურად მუშაობენ, სპეციალისტთა მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი პროგრამების შემუშავება-დანერგვაზე.