• 2 May, 2022

შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის აცხადებს მიღებას სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადების კურსებზე.


საქართველოს კანონმდებლობით სერტიფიცირებულმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა, სერტიფიკატის ვადის გაგძელებისათვის, 3 წელიწადში ერთხელ შრომის ინსპეციის მიერ შერჩეულ სპეციალურ საგამოცდო ცენტრში უნდა ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა.


ასოციაციის შემუშავებული ტრენინგ-მოდულები მოიცავს, შრომის უსაფრთხოების მოქმედი სპეციალისტის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო თემატიკას, მათ შორის ახალ მოთხოვნებს/ნორმებს, რომელიც 2019 წელს აკრედიტებული პროგრამით გათვალისწინებული არ იყო. დაინტერესებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს შეუძლია შეარჩიოს ის მოდულები, რომელიშიც სურვილი აქვს გაიაროს გადამზადება. სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლისათვის აღნიშნული კურსების გავლა სავალდებულ არ არის.
 
ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსები?
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალიტებისათვის, რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
  • მათთვის ვისაც შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სერტიფიკატის ვადა გასდის უახლოეს 2-3 თვეში და სერტიფიკატის ვადის გასვლის გამო, გეგმავენ საგამოცდო ცენტრში სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლას.
 

არანაკლებ 5 მოდულის გავლის შემთხვევაში მსმენელზე გაიცემა "შრომის უსაფრთხოების სპეციალისთა კვალიფიკაციის ამაღლების კურისის გავლის" სერტიფიკატი. მოდულის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა სასწავლო მასალა და სავარჯიშო ტესტები სწორი პასუხებით.
 
შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების გადამზადების კურსის მოდულები:
 

1. შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციები, შრომის ინსპექციის შესახებ კანონი, შრომის კოდექსი.

2. 18 წლამდე პირთა, ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების შრომის უსაფრთხოების საკითხები, მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობის უსაფრთხოება.

3. რისკების შეფასება

4. სახანძრო უსაფრთხოება

5. ამწე მოწყობილობების და ელექტროდანადგარების უსაფრთხოება

6. სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება

7. შრომის ჰიგიენა, ერგონომიკა;

8. სამედიცინო ნარჩენები, მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოება;

9. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში, ნარჩენების მართვა;

10. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობაში (კარიერები, ნახშირის შახტები).

 
ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები: შოთა ნიჟარაძე, ოთარ ქარჩავა, ბაჩო მაჭარაძე, ზურაბ შანშაშვილი.
 
ტრენინგის ფორმატი:
 
ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად.
 
თითო მოდული არის 2-3 საათიანი.
 
ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დღეები: 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 მაისი
ჩატარების დრო: 18:00 - 22:00 (შაბათი, კვირა 12:00 - 16:00)
 
თითო მოდულის ღირებულება - 40 ლარი.
 
- რისკების შეფასების მოდული მსმენელებს უტარდებათ უფასოდ.
- 5 ან მეტ მოდულზე (რისკების შეფასების მოდულის გარდა) რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
 
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა აირჩიეთ სასურველი მოდულები
 
რეგისტრაციის შემდეგ (24 საათში) მიიღებთ რეკვიზიტებს და მეცადინეობების განრიგს.

საკონტაქტო ინფორმაცია: 595208199, 599179873.
info@oshe.ge