• 7 Jul, 2022

შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის აცხადებს მიღებას სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადების კურსებზე ბათუმში.


საქართველოს კანონმდებლობით სერტიფიცირებულმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა, სერტიფიკატის ვადის გაგძელებისათვის, 3 წელიწადში ერთხელ შრომის ინსპეციის მიერ შერჩეულ სპეციალურ საგამოცდო ცენტრში უნდა ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა.


ასოციაციის შემუშავებული ტრენინგ-მოდულები მოიცავს, შრომის უსაფრთხოების მოქმედი სპეციალისტის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო თემატიკას, მათ შორის ახალ მოთხოვნებს/ნორმებს, რომელიც 2019 წელს აკრედიტებული პროგრამით გათვალისწინებული არ იყო.
 
ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსები?
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალიტებისათვის, რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
  • მათთვის ვისაც შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სერტიფიკატის ვადა გასდის უახლოეს 2-3 თვეში და სერტიფიკატის ვადის გასვლის გამო, გეგმავენ საგამოცდო ცენტრში სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლას.
 

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელზე გაიცემა "შრომის უსაფრთხოების სპეციალისთა კვალიფიკაციის ამაღლების კურისის გავლის" სერტიფიკატი. მოდულის გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა სასწავლო მასალა და სავარჯიშო ტესტები სწორი პასუხებით.
 
შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების გადამზადების პროგრამის მოდულები:
 

1. შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციები, შრომის ინსპექციის შესახებ კანონი, სასერტიფიკატო გამოცდის პროცედურული საკითხები.

2. რისკების შეფასება

3. სახანძრო უსაფრთხოება, გადაუდებელი ღონისძიებები, საევაკუაციო გეგმა

4. ამწე მოწყობილობების და შახტების უსაფრთხოება

5. სამედიცინო ნარჩენები, სამედიცინო სფეროს რადიაციული უსაფრთხოება

6. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში, ნარჩენების მართვა;

 

ტრენინგს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები: შოთა ნიჟარაძე, მამუკა ფირცხალავა, ოთარ ქარჩავა, ზურაბ შანშაშვილი, გიორგი ჯანჯღავა, სალომე ემუხვარი, ბაჩო მაჭარაძე.
 
ტრენინგის ფორმატი:
 

ტრენინგი ჩატარდება გიბრიდულად 4 დღე დისტანციურად, ხოლო 2 დღე ადგილზე ბათუმში, მისამართზე: ინასარიძის ქ. 29 (სასწავლებელი ანრი).

 

 
ტრენინგის განრიგი:
27, 28, 29 ოქტომბერი. 2, 3, 4 ნოემბერი
 
ჩატარების დრო: 18:30 - 21:30
 
 
ტრენინგის ღირებულება - 220 ლარი.
 
 
 
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ რეკვიზიტებს და მეცადინეობების განრიგს.

საკონტაქტო ინფორმაცია: 599179873, 595208199.
info@oshe.ge