2018 წლის 22 ოქტობრიდან იწყება კავკასიის უნივერსიტეტისა და შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ერთობლივი - შრომის უსაფრთხოების მენეჯერთა ტრენინგი.
ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. პროგრამა მოიცავს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, ასევე საქართველოში მიღებულ ახალ რეგულაციებს.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატებს: "შრომის უსაფრთხოება", "პირველადი გადაუდებელი დახმარება".
ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე, ალექსი ჭიჭინაძე.
ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე.
ტრენინგის თემატიკა:
ტრენინგის განრიგი:
ტრენინგის დასაწყისი: 22 ოქტომბერი.
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00
ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი
რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@oshe.ge
599180020