ზოგადი შრომის უსაფრთხოების ტრენინგი
როგორ განვმარტოთ შრომის უსაფრთხოება?
შრომის უსაფრთხოება არის დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა სამუშაო პროცესის უარყოფითი ასპექტებისგან — სისტემა, რომელიც ქმნის ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობებს და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სხვა ღონისძიებებს.
შრომის უსაფრთხოება, როგორც დისციპლინა, ჩამოყალიბდა მრავალი მეცნიერების — სამართლის, ეკონომიკის, მედიცინის, ტექნიკის და სხვათა — შერწყმის შედეგად. მისი წარმატებით ათვისებისთვის საჭიროა ფიზიკის, ქიმიის, ელექტროტექნიკისა და სხვა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებების ზოგადი საფუძვლების ცოდნა. ამასთან, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ერგონომიკასთან, ფსიქოლოგიასთან, მედიცინასთან და გარემოს დაცვასთან.
შრომის უსაფრთხოების ძირითადი ამოცანაა მუშა-მოსამსახურეთა დაშავებისა და პროფესიული დაავადებების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა. არც ერთი საწარმო არ უნდა აშენდეს და ექსპლუატაციაში გაუშვებული, სანამ ჯანმრთელი და უსაფრთხო პირობები არ იქნება გათვალისწინებული და დაცული — რადგან შრომის პროცესში ადამიანის ორგანიზმზე გავლენას ახდენს მრავალრიცხოვანი საწარმოო ფაქტორი.
საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია გთავაზობთ ზოგადი შრომის უსაფრთხოების ტრენინგს — ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ტრენინგი მოიცავს:
- ✓შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნებს
- ✓ხელმძღვანელის როლს უსაფრთხოების მართვაში
- ✓სამშენებლო ობიექტის ძირითად საფრთხეებს
- ✓რისკების შეფასებას
- ✓უბედური შემთხვევების პრევენციას
- ✓ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებებს
- ✓საწარმოო ფაქტორების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე
- ✓პროფესიული დაავადებების პრევენციას
- ✓ერგონომიკის საფუძვლებს სამუშაო გარემოში
საკონტაქტო ინფორმაცია: e-mail: oshegeorgia@gmail.com დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 599 18 00 20
← ყველა ტრენინგი