რეინჯერების მომზადების პროგრამა დაცულ ტერიტორიებზე
პროგრამას ახორციელებს საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია, კავკასიის ბუნების ფონდთან (Caucasus Nature Fund) თანამშრომლობით.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემა ქვეყნის ეკოლოგიური მდგრადობისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები და დაცული ლანდშაფტები საქართველოს ფართობის დაახლოებით 13.3%-ს მოიცავს — და მათ დაცვას ყოველდღიურად რეინჯერები უზრუნველყოფენ.
რეინჯერების საქმიანობა რთულ და მაღალი რისკის შემცველ გარემოში მიმდინარეობს: ველური ბუნებაში გადაადგილება, სტიქიური მოვლენები, ველურ ცხოველებთან კონტაქტი, სამართალდამრღვევებთან კომუნიკაცია — ეს ყოველდღიური გამოწვევების მხოლოდ ნაწილია. სწორედ ამიტომ, მათი უსაფრთხოება და პროფესიული მომზადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება.
პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს რეინჯერების კომპლექსური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების სისტემურ გაძლიერებას — უსაფრთხო და სამართლებრივად გამართული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:
- ✓ველურ ბუნებაში გადარჩენას
- ✓ველურ ცხოველებთან უსაფრთხო ქცევას
- ✓ბრაკონიერობის პრევენციას
- ✓სამაშველო ღონისძიებებს
- ✓პირველად გადაუდებელ დახმარებას
- ✓სიმაღლეზე მუშაობას
- ✓რესურსების მოპოვებას
- ✓სტიქიურ მოვლენებზე რეაგირებას
- ✓რთულ ლანდშაფტში ნავიგაციასა და გადაადგილებას
- ✓უსაფრთხო კომუნიკაციასა და სამართალდამრღვევებთან ქცევას
განხორციელებული და დაგეგმილი ტრენინგები
2025 წელს მსგავსი პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩაუტარდათ ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის, თუშეთის დაცული ტერიტორიისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებს.
2026 წელს კი დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:
- ✓ვაშლოვანის დაცული ტერიტორია
- ✓ყაზბეგის ეროვნული პარკი
- ✓ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
- ✓ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორია
- ✓არაგვის დაცული ლანდშაფტი
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ მნიშვნელოვანი მისიის მხარდამჭერები ვართ და რეინჯერებს ვუზიარებთ თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას — მათი უსაფრთხოებისა და საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის სახელით.
დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 599 18 00 20.
← ყველა ტრენინგი