ადამიანური ფაქტორის გავლენა შრომის უსაფრთხოებაზე;
საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას ტრენინგზე "ადამიანური ფაქტორის გავლენა შრომის უსაფრთხოებაზე"თბილისსა და ბათუმში.ტრენინგისმიზანი:
ტრენინგის მიზანია ჩვენი საზოგადოების ცოდნის და ცნობიერების ამაღლება ორგანიზაციის ეფექტურ ფუნქცინირებაზე, კერძოდ, ადამიანური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე და სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე.
მოსალოდნელი შედეგები:
ადამიანური ფაქტორების ნეგატიური ზეგავლენის აღმოფხვრა და შემცირება ქმნის პირობებს თითოეული დასამქებულისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და ღირსეული საქმიანობის განხორცილების.
ტრენინგი პირველ რიგში, ფოკუსირებულია ადამიანის შეცდომების გამომწვევი ფაქტორების იდენტიფიცირებასა და მათ პრევენციაზე იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებლული კრიტიკული ინციდენტების არსებობა სამუშაო ადგილზე, რომელიც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის შესრულების ხარისხზე და ორგანიზაციის ეფექტურობაზე.
ტრენინგის მონაწილეებს ეცოდნინებათ/შეეძლებათ:
- ✓
შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვით სფეროში საფრთხეების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება
- ✓
საფრთხისა და საფრთხის შემცველი ფაქტორების ზემოქმედების მოსალოდნელი შედეგების შემცირება
- ✓
პროფილაქტიკური და დაცვითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება
- ✓
იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომელიც გასათვალისწინებელია შრომის უსაფრთხოების სისტემების შემუშავებასა და დანერგვაში.
პროგრამის თემატიკა:ტრენინგ პროგრამა მოიცავს 4 მოდულს
პროფესიული სტრესი;### საწარმოო კონფლიქტები;### სამუშაოს დიზაინი;### უსაფრთხოება სამუშაო ადგილზესასწავლო საათების რაოდენობა: 8სანგრძლივობა (დღეები): 2 დღეტრენინგ პროგრამის ღირებულება ერთ მსმენელზე (მთლიანი პაკეტი): 150 ლარისაკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო ნომრები: 579 193 191; 571 782 233
e-mail: consultant@oshe.ge
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს
← ყველა ტრენინგი