ელექტროუსაფრთხოება
საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას ტრენინგზე "ელექტროუსაფრთხოება"თბილისსა და ბათუმში.მოდულის მიზანი
ელექტრული დენით დაზაინებისაგან დაცვის თანამედროვე საშუალებების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მსმენელი მიიღებს ცოდნას ელექტროტრამვების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის და ელექტრომოწყობილობების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე; მსმენელს შეეძლება ელექტრული დენის ზემოქმედებისაგან კოლექტიური დაცვის საშუალებების: დამცავი ჩამიწების, დამცავი ჩანულების და დამცავი ამორთვის საშუალებების შერჩევა, მონტაჟი და სწორი ექსპლუატაცია; შეეძლება მოქმედ ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ორგანიზება;
ელექტროუსაფრთხოების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ელექტროტექნიკური პერსონალის ელექტროუსაფრთხოების მე-2 და მე-3 ჯგუფის პერსონალისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
შენიშვნა: აღნიშნული კურსი არ წარმოადგენს სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემულ სერტიფიკატს მე-4 და მე-5 ჯგუფის პერსონალისთვის.
პროგრამის თემატიკა
ელექტროუსაფრთხოების საერთო საკითხები, ტერმინები და განმარტებები, ელექტრული დენის ზემოქმედება ადამიანზე; სხვადასხვა სახის ელექტრული ქსელების ანალიზი; დაცვის საშუალებები ელექტრომიწყობილობებში, დამცავი საშუალებების კლასიფიკაცია.### ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)### ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)### ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)### დამცავი ამორთვა. დამცავი ამორთვის მოწყობილობის გამოყენების აუცილებელი შემთხვევები. ორმაგი იზოლაციის, ქსელების დამცავი გაყოფის და მცირე ძაბვების გამოყენება.### დიფერენციალური დამცავი ავტომატების, გაჟონვის დენზე მომუშავე დამცავი ავტომატების, მარკირება, კლასები, პარამეტრები.### უსაფრთხოების ტექნიკა ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას. ელექტროუსაფრთხოების წესები 1000 ვოლტამდე და 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებზე მუშაობისას.### ელექტროდამცავი საშუალებები.### უსაფრთხოების მოთხოვნა გაზომვების, გამოცდების და ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში მიღებისას. გადასატანი ელექტროდანადგარების ელექტროუსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისებურებანი.### უსაფრთხოების პლაკატები, დანიშნულება, გამოყენება.ტრენინგს წარუძღვება მოწვეული ექსპერტი - პროფესორი მაია კონჯარია.მოდულის დატვირთვა:
20 საათი, მათ შორის:
- ✓
თეორია - 10 საათი
- ✓
პრაქტიკული მეცადინეობა (აუდიტორიული) – 10 საათი
ტრენინგის დასაწყისი:
თბილისი - დეკემბერი
ბათუმი - დამოკიდებულია მსურველების რაოდენობაზე
ქ. თბილისში, მისამართზე: მ.გორკის N11;ქ. ბათუმში, მისამართზე: ინასარიძის N29ტრენინგის ღირებულება - 280 ლარი.საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო ნომრები: 579 193 191; 571 782 233
e-mail: consultant@oshe.ge
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ**ბმულს**
← ყველა ტრენინგი