მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ტრენინგები

ნარჩენების მართვა

11 Feb, 2020

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) გთავაზობთ ნარჩენების მართვის ტრენინგს.მოდულის მიზანი:

  • საკანონმდებლო მოთხოვნების შესწავლა;

  • ნარჩენების (სახიფათო/არასახიფათო) მართვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გაცნობა;

ტრენინგს წარუძღვება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნელი კორკოტაძემოდულის შედეგები:

კურსდამთავრებული:

  • შეძლებს იმსჯელოს ნარჩენების მართვის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებზე;

  • შეძლებს იმსჯელოს ნარჩენების კლასიფიკაციაზე;

  • შეძლებს შეაფასოს ნარჩენები მახასიათებლების მიხედვით;

  • შეძლებს დაგეგმოს ნარჩენების მართვა მისი სპეციფიკის გათვალისწინებით;

  • შეძლებს აწარმოოს თვითმონიტორინგი;

  • შეძლებს იმსჯელოს ინსპექტირებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.

სწავლების მეთოდები:

  • პრეზენტაცია

  • დისკუსია

  • პრაქტიკული სავარჯიშოები

  • ინდივიდუალური მუშაობა

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დისტანციური სწავლება პრაქტიკული სწავლების ადგილზე ორგანიზებით.ხანგრძლივობა

12 საათი (3 დღე - დღეში 4 საათი)

პრაქტიკული სამუშაოები განხორციელდება სწავლების პროცესში

მოდულის თემატიკა:

  • ნარჩენების მართვის კოდექსი და კანონქვემდებარე აქტები

  • ნარჩენების კლასიფიკაცია (სახიფათო და არასახიფათო ნარჩენები)

  • კომპანიის ვალდებულებები ნარჩენების მართვის საკითხებში;

  • თვითმონიტორინგი ნარჩენების მართვის საკითხებში;

  • ინსპექტირების პროცედურები;

  • კარგი პრაქტიკა ნარჩენების მართვის სფეროში

საფასური- 350 ლარი

სწავლების დასაწყისი- 9 მარტი.

საკონტაქტო ნომრები: 593467656; 599180020

რეგისტრაციისათვის წევიეთ**ბმულს**

ყველა ტრენინგი