2018 წლის 4 ივნისს იწყება კავკასიის უნივერსიტეტისა და შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ერთობლივი - შრომის უსაფრთხოების ტრენინგი.
ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში მიღებული ახალი რეგულაციების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატებს: "შრომის უსაფრთხოება" და "პირველადი გადაუდებელი დახმარება".
ტრენინგს ატარებენ გამოცდილი ექსპერტები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, რატი ცქიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე და მარიამ ბურდული.
ტრენინგი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1 თვე.
ტრენინგის თემატიკა:
ტრენინგის განრიგი:
ტრენინგის დასაწყისი: 4 ივნისი.
ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00
ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
e-mail: info@oshe.ge
577226406