მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ტრენინგები

გარემოსდაცვითი მმართველის მომზადების კურსი

16 Feb, 2021

OSHE Georgia იწყებს გარემოსდაცვითი მმართველის მომზადების კურსს!

გახდი გარემოსდაცვითი მმართველი, ისწავლე შესაბამისი დოკუმენტაციის (ნარჩენების მართვის გეგმის) წარმოება და უზრუნველყავი კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება.

კურსის მიზანი:

საკანონმდებლო მოთხოვნების შესწავლა; გარემოსდაცვითი მმართველის ფუნქციების გაცნობა; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში გარემოსდაცვითი მმართველის ფუნქციების შესასრულებლად

სწავლების შედეგები:კურსდამთავრებული შეძლებს:

  • იმსჯელოს ნარჩენების მართვის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებზე

  • იმსჯელოს ნარჩენების კლასიფიკაციაზე

  • შეაფასოს ნარჩენები მახასიათებლების მიხედვით

  • დაგეგმოს ნარჩენების მართვა მისი სპეციფიკის გათვალისწინებით

  • შეადგინოს ნარჩენების მართვის გეგმა

  • იმსჯელოს ნარჩენების მართვის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პროცედურებზე

  • იმსჯელოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ სანქციებსა და ვალდებულებებზე

თემატიკა:

  • ნარჩენების მართვის კოდექსი და კანონქვემდებარე აქტები

  • ნარჩენების კლასიფიკაცია

  • კომპანიის ვალდებულებები ნარჩენების მართვის საკითხებში

  • ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა

  • თვითმონიტორინგი ნარჩენების მართვის საკითხებში

  • ინსპექტირების პროცედურები

  • ნარჩენების მართვის კოდექსის სანქციები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსი

  • გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები

  • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

  • საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ნარჩენების მართვის სფეროში

ფორმატი:

  • კურსი ჩატარდება შერეულ ფორმატში - როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სწავლების ელემენტებით

  • კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა "zoom"-ის გამოყენებით

ხანგრძლივობა:

12 დღე

ღირებულება:

470 ლარი

კურსს გაუძღვება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისმოადგილე - ნელი კორკოტაძე

რეგისტრაციის მსურველები ეწვიეთ ბმულს. (რეგისტრაციის ბოლო ვადა 18 თებერვალი)

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

593467656; 599180020

ყველა ტრენინგი