მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ტრენინგები

ონლაინ საინფორმაციო სემინარი "შიდა აუდიტორის სწავლება და საქმიანობის პერსპექტივები"

25 Mar, 2021

გსურთ გახდეთ შიდა აუდიტორი და შეძლოთ კომპანიის მომზადება ISO სტანდარტის მისაღებად?

გთავაზობთ OSHE Georgia-სა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, TUV Rheinland- ის წარმომადგენელი კომპანიის - MNC group-ის ერთობლივ პროექტს: ონლაინ საინფორმაციო სემინარი "შიდა აუდიტორის სწავლება და საქმიანობის პერსპექტივები".

სემინარის განმავლობაში MNC group-ის წარმომადგენლები ისაუბრებენ ISO სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე, შიდა აუდიტორის სწავლებასა და პროცედურებზე.

სემინარი ჩატარდება პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით

სემინარის ხანგრძლივობა: 2 საათი

თარიღი: 14 აპრილი, 17:00

სემინარის შემდგომ დაგეგმილია შიდა აუდიტორის კურსი.

შიდა აუდიტორის კურსი მოიცავს:

  • ISO 45001: 2018 და OHSAS 18001: 2007 სტანდარტების შედარებით ანალიზს

  • ISO 45001: 2018 ახალი სტრუქტურის, ძირითადი პუნქტებისა და მოთხოვნების მიმოხილვას

  • საფრთხეების იდენტიფიკაცია, რისკებისა და შესაძლებლობების შეფასებას. მაგალითებისა და სიტუაციების განხილვას

  • აუდიტის მახასიათებლებს (ISO 19011: 2018). შიდა აუდიტის პრინციპების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების, სამუშაო დოკუმენტების კომპლექსის განხილვას

  • ISO 19011: 2018 სტანდარტის ძირითადი რეკომენდაციების მიმოხილვას. აუდიტორების კომპეტენციის შეფასებას


MNC ჯგუფი არის უკრაინული კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით, TUV Rheinland- ის პირდაპირი პარტნიორი და წარმომადგენელი ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებაში. MNC Group სერვისებს ახორციელებს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში.

სემინარზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ყველა ტრენინგი