• 22 Apr, 2021

OSHE Georgia იწყებს გარემოსდაცვითი მმართველის მომზადების კურსს!

 

გახდი გარემოსდაცვითი მმართველი, ისწავლე შესაბამისი დოკუმენტაციის (ნარჩენების მართვის გეგმის) წარმოება და უზრუნველყავი კომპანიის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება.

 

კურსის მიზანი: 

საკანონმდებლო მოთხოვნების შესწავლა; გარემოსდაცვითი მმართველის ფუნქციების გაცნობა; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში გარემოსდაცვითი მმართველის ფუნქციების შესასრულებლად 

 

 

სწავლების შედეგები:

 

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • იმსჯელოს ნარჩენების მართვის კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებზე
  • იმსჯელოს ნარჩენების კლასიფიკაციაზე
  • შეაფასოს ნარჩენები მახასიათებლების მიხედვით
  • დაგეგმოს ნარჩენების მართვა მისი სპეციფიკის გათვალისწინებით
  • შეადგინოს ნარჩენების მართვის გეგმა
  • იმსჯელოს ნარჩენების მართვის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და პროცედურებზე
  • იმსჯელოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ სანქციებსა და ვალდებულებებზე   

 

 

თემატიკა: 

 

  • ნარჩენების მართვის კოდექსი და კანონქვემდებარე აქტები
  • ნარჩენების კლასიფიკაცია
  • კომპანიის ვალდებულებები ნარჩენების მართვის საკითხებში
  • ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა
  • თვითმონიტორინგი ნარჩენების მართვის საკითხებში
  • ინსპექტირების პროცედურები
  • ნარჩენების მართვის კოდექსის სანქციები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსი
  • გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი და გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები
  • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
  • საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ნარჩენების მართვის სფეროში    

 

ფორმატი: 

 

- კურსი ჩატარდება შერეულ ფორმატში - როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სწავლების ელემენტებით

- კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა "zoom"-ის გამოყენებით

 

 

 

ხანგრძლივობა: 

12 დღე

 

 

ღირებულება: 

470 ლარი

 

 

კურსს გაუძღვება

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსისმოადგილ - ნელი კორკოტაძე

 

რეგისტრაციის მსურველები ეწვიეთ ბმულს. (რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 მაისი)

 

 

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

599180020