მთავარ შიგთავსზე გადასვლა
OSHE Georgia
ტრენინგები

ელექტროუსაფრთხოება

16 May, 2021

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE GEORGIA) აცხადებს მიღებას ტრენინგზე "ელექტროუსაფრთხოება".მოდულის მიზანი

ელექტრული დენით დაზაინებისაგან დაცვის თანამედროვე საშუალებების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მსმენელი მიიღებს ცოდნას ელექტროტრამვების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის და ელექტრომოწყობილობების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე; მსმენელს შეეძლება ელექტრული დენის ზემოქმედებისაგან კოლექტიური დაცვის საშუალებების: დამცავი ჩამიწების, დამცავი ჩანულების და დამცავი ამორთვის საშუალებების შერჩევა, მონტაჟი და სწორი ექსპლუატაცია; შეეძლება მოქმედ ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ორგანიზება;

ელექტროუსაფრთხოების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიიღოს ელექტროტექნიკური პერსონალის ელექტროუსაფრთხოების მე-2 და მე-3 ჯგუფის პერსონალისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

შენიშვნა: აღნიშნული კურსი არ წარმოადგენს სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემულ სერტიფიკატს მე-4 და მე-5 ჯგუფის პერსონალისთვის.

პროგრამის თემატიკა

ელექტროუსაფრთხოების საერთო საკითხები, ტერმინები და განმარტებები, ელექტრული დენის ზემოქმედება ადამიანზე; სხვადასხვა სახის ელექტრული ქსელების ანალიზი; დაცვის საშუალებები ელექტრომიწყობილობებში, დამცავი საშუალებების კლასიფიკაცია.### ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)### ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)### ელექტრული დენით დაზიანების ხარისხის შეფასება, ელექტროუსაფრთხოების ანალიზი ცვლადი დენის ქსელში (1000 ვოლტ ძაბვამდე)### დამცავი ამორთვა. დამცავი ამორთვის მოწყობილობის გამოყენების აუცილებელი შემთხვევები. ორმაგი იზოლაციის, ქსელების დამცავი გაყოფის და მცირე ძაბვების გამოყენება.### დიფერენციალური დამცავი ავტომატების, გაჟონვის დენზე მომუშავე დამცავი ავტომატების, მარკირება, კლასები, პარამეტრები.### უსაფრთხოების ტექნიკა ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას. ელექტროუსაფრთხოების წესები 1000 ვოლტამდე და 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდანადგარებზე მუშაობისას.### ელექტროდამცავი საშუალებები.### უსაფრთხოების მოთხოვნა გაზომვების, გამოცდების და ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში მიღებისას. გადასატანი ელექტროდანადგარების ელექტროუსაფრთხოების უზრუნველყოფის თავისებურებანი.### უსაფრთხოების პლაკატები, დანიშნულება, გამოყენება.ტრენინგს წარუძღვება მოწვეული ექსპერტი - პროფესორი მაია კონჯარია.სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დისტანციური სწავლება პრაქტიკული სწავლების ადგილზე ორგანიზებით.მოდულის დატვირთვა:

20 საათი, მათ შორის:

  • თეორია - 10 საათი

  • პრაქტიკული მეცადინეობა (აუდიტორიული) – 10 საათი

ქ. თბილისში, მისამართზე: მ.გორკის N11;ტრენინგის ღირებულება - 280 ლარი.საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო ნომრები: 599180020

e-mail: consultant@oshe.ge

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ**ბმულს**

ყველა ტრენინგი